„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/08/2018
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016139
160
23/08/2018
ვებგვერდი, 27/08/2018
310150000.54.066.016139
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №160

2018 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.გ) C კატეგორიისათვის არანაკლებ სამი წლის B1 და/ან B2 კატეგორიის პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების გამოცდილება შესაბამის საჰაერო ხომალდზე“.

2. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულებიდან თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ წესის №17 დანართის 5.1 პუნქტით დადგენილ საგნებში ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობის მისაღებად, ხოლო ამავე დანართის 5.2 პუნქტით დადგენილ საგნებში მოყვარული პილოტის მოწმობის მისაღებად, ან ამავე დაწესებულებიდან პირველადი  მომზადების სრული თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“.  

3. დანართი №17 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია