დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.105.016471 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 16/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.105.016432) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
ა) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს ,,21“ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქვეზონებში) მდებარე არეალებში მოსაკრებლის ოდენობა დანართი №2 შესაბამისად.“; ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის შეადგენს: ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონაში – 4 ლარს; ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონაში – 3 ლარს; გ) შუალედურ ზონაში – 2 ლარს; დ) პერიფერიულ ზონის I ქვეზონაში – 1,5 ლარს; ე) პერიფერიულ ზონის II ქვეზონაში – 1 ლარს; ვ) ანაკლიისა და განმუხურის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოქცეულია განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მოქმედების ზონაში, მოსაკრებელი შეადგენს – 4 ლარს; ზ) ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ცენტრებში – 1 ლარს. 2. ისეთი შენონა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისთვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს – 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს; IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს. 3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს – 1 ლარს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქვეზონებში) მდებარე არეალებში მოსაკრებლის ოდენობა
|
ცენტრალური ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები