საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 24/18-04-30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 12/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016546
24/18-04-30
30/04/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
480610000.03.030.016546
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)


საქართველოს მთავრობა

და

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით,

ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით,

აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს,

მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას,

გერმანიის  ფედერაციული  რესპუბლიკის  საელჩოს  2017  წლის  2  ნოემბრის №250/2017 ვერბალური ნოტით გამოხატულ თანხმობაზე დაყრდნობით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

(1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები:

1. მაქსიმუმ 10.000.000 (სიტყვიერად: ათი მილიონი) ევროს ოდენობის სესხი პროექტისათვის „ნარჩენების    კლიმატისათვის    უსაფრთხო    მართვა    III ,    პრ./ნ.: 2017.6518.9, თუ   დადასტურდა    პროექტის    დაფინანსების    მიზანშეწონილობა განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

2. ფინანსური დახმარებები შემდეგი პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისთვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის:

ა)  „პროფესიული განათლება I“ მაქსიმუმ 3.000.000 (სიტყვიერად: სამი მილიონი) ევრო,

ბ)  „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ მაქსიმუმ 2.000.000 (სიტყვიერად: ორი მილიონი) ევრო,

გ)  „ენერგოსექტორის     ღია     პროგრამა“       მაქსიმუმ     1.000.000 (სიტყვიერად: ერთი მილიონი) ევრო,

დ)  „წყალმომარაგება სოფლად აჭარაში (თანხის გაზრდა)” თანხის გაზრდა  თანმდევი ღონისძიებებისთვის    მაქსიმუმ    1.000.000 (სიტყვიერად: ერთი მილიონი) ევროთი, ახალი სრული თანხა შეადგენს 3.000.000 ევროს.

3. ფინანსური დახმარება მთლიანად 5.721.753,04 (სიტყვიერად: ხუთი მილიონ შვიდას ოცდაერთი ათას შვიდას ორმოცდაცამეტი ევრო და ოთხი ცენტი) ევროს  ოდენობით  პროექტისათვის „ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება“, პრ./ნ. 2017.6869.6, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურდა, რომ ის აკმაყოფილებს ფინანსური დახმარებით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს. ასეთ პროექტებს განეკუთვნება ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება, თვითდახმარებაზე ორიენტირებული სიღარიბის დაძლევის ღონისძიება, საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი საკრედიტო საგარანტიო ფონდი ან გარემოსდაცვითი ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი,

4.   ფინანსური დახმარება 10.000.000 (სიტყვიერად: ათი მილიონი) ევროს ოდენობით   პროექტისათვის  „ეკონომიკური ინტეგრაცია, საცხოვებელი ფართი და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებული   პირებისათვის“,   პრ./ნ.   2017.4065.3,   რომელიც გამოიყოფა სპეციალური ინიციატივის ფარგლებში „ლტოლვილობის მიზეზების დაძლევა ლტოლვილების რეინტეგრაცია“, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა.

(2) გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სესხის მიმღებ სხვა მხარეს:

1. პროექტისათვის „პროფესიული განათლება I“, პრ./ნ. 2017.6835.7, მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური თანამშრომლობის შეღავათიანი  სესხი      მაქსიმუმ      20.000.000 (სიტყვიერად:    ოცი    მილიონი)    ევროს    ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში.

2. პროექტისათვის „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“, პრ./ნ.   2017.6833.2,   მიიღოს   რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 50.000.000 (სიტყვიერად: ორმოცდაათი მილიონი) ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში.

3. პროექტისათვის „კლიმატისათვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა (თანხის გაზრდა)“, პრ./ნ. 2014.6868.5, მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 30.000.000 (სიტყვიერად: ოცდაათი მილიონი) ევროს ოდენობით, ახალი სრული თანხა შეადგენს 50.000.000   ევროს,  რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში,

4.  პროექტისათვის „ენერგოსექტორის ღია პროგრამა“, პრ./ნ. 2017.6834.0, მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 100.000.000 (სიტყვიერად: ასი მილიონი) ევროს ოდენობით,  რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, და

5. პროექტისათვის  „წყალმომარაგება   სოფლად   აჭარაში   (თანხის გაზრდა)”, პრ./ნ. 2013.6692.1, მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 20.000.000 (სიტყვიერად: ოცი  მილიონი)  ევროს  ოდენობით,  ახალი  სრული  თანხა  შეადგენს 40.000.000   ევროს,   რომელიც   გამოიყოფა   განვითარების   სფეროში ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში,

თუ დადასტურდა პროექტების დაფინანსების მიზანშეწონილობა განვითარების  პოლიტიკის  თვალსაზრისით,  მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კრედიტუნარიანობა და საქართველოს  მთავრობა  გასცემს  სახელმწიფო  გარანტიას,  იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ იქნება სესხის მიმღები.

(3)  იმ  შემთხვევაში,  თუ  მოგვიანებით  გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს დამატებითი სესხები ან ფინანსური დახმარებები ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში დასახელებული პროექტების მომზადებისათვის, ან მიიღოს დამატებითი ფინანსური დახმარებები ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში დასახელებული   პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ ასევე გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე შეთანხმება.

მუხლი 2

(1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება   რეკონსტრუქციის   საკრედიტო ბანკსა (KfW) და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით.

(2) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან ოთხი წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი   ხელშეკრულებები   სესხებისა   და   დაფინანსების   შესახებ.   ამ თანხებს ვადა ეწურება 2021 წლის 31 დეკემბერს, გარდა შემდეგი თანხებისა: პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის „ა“ ქვექვეპუნქტში, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში და პირველი მუხლის მე-2   პუნქტის   მე-5   ქვეპუნქტში   აღნიშნული   პროექტების   თანხებს   ვადა ეწურება  2020  წლის  31  დეკემბერს,  ხოლო  პირველი მუხლის  პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის თანხას ვადა ეწურება 2022 წლის 31 დეკემბერს.

(3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის სესხის მიმღები, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის მიმღების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორება განხორციელდება ევროში.

(4) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის ფინანსური დახმარებების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები დაფინანსების ხელშეკრულებების საფუძველზე.

მუხლი 3

საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის ფარგლებში წარმოშობილ   დამატებული   ღირებულების   გადასახადს   და   სხვა   მსგავს არაპირდაპირ      გადასახადებს      გადაიხდის      საქართველოს      მთავრობა. წარმოშობილი აქციზის გადახდას თავის თავზე იღებს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისგან.

მუხლი 4

აღნიშნული სესხებისა და ფინანსური დახმარებების გამოყოფიდან გამომდინარე, პირებისა  და  საქონლის  სახმელეთო,  საზღვაო  და  საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას, საქართველოს მთავრობა მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო ფირმების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო ფირმების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო ფირმების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვებს.

მუხლი 5

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობისა და „ენერგეტიკისა და კლიმატის ფონდის” (EKF) ფარგლებში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ (2013) 2014 წლის 11 მარტის შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დასახელებული პროექტი  „საფინანსო სექტორის პროგრამა სოფლისათვის” და ამ პროექტისთვის გათვალისწინებული თანმდევი ღონისძიებები შეიცვლება წინამდებარე შეთანხმების პრიველი მუხლის მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დასახელებული პროექტით „პროფესიული განათლება I“ და მისთვის გათვალისწინებული თანმდევი ღონისძიებებით.

მუხლი 6

(1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების  შესრულების შესახებ.    განმსაზღვრელია    შეტყობინების მიღების დღე.

(2)  გაეროს ქარტიის 102-ე  მუხლის     თანახმად, ამ     შეთანხმების დარეგისტრირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში განხორციელდება  დაუყოვნებლივ მისი     ძალაში     შესვლის     შემდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან. შეთანხმების მეორე მხარეს გაეგზავნება შეტყობინება რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გაეროს სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გაეროს სამდივნოს დასტურის შემდეგ.

(3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხებით მოშალოს იგი. შეთანხმების მოშლა ძალაში შევა მეორე მხარესთან შეტყობინების შესვლიდან 30 დღეში.

(4) ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შეათანხმონ წინამდებარე შეთანხმების ცვლილებები.

(5) სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ ატმოსფეროში მოლაპარაკებების ფარგლებში.

შესრულებულია თბილისში, 2018 წლის 30 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია) .