დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.016784 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07.08.2014, 010340000.22.034.016341) და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.“. 3. მე-5 მუხლის: ა) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“- ,,დ5“ ქვეპუნქტები: ,,დ1) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; დ2) ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა; დ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; დ4) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; დ5) თავშესაფრის მაძიებლებისათვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;“; ბ) ,,ზ“ - ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; თ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ი) უცხოელის მიმღებ ცენტრში და დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;“; გ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ლტოლვილთა საკითხების სამმართველო;“. 5. მე-9 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ1“ ქვეპუნქტი: ,,ჟ1) სამინისტროს სახელით მონაწილეობას იღებს „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს;“. 6. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. ლტოლვილთა საკითხების სამმართველო ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა; ბ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; გ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება; დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ვ) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება; ზ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა; თ) თავშესაფრის მაძიებელთათვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად; ი) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა; კ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის/დეპარტამენტის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) არსებული თავშესაფრის პროცედურების შეფასების საფუძველზე, თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ნ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ო) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მიმართულებით, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 7. მე-13 მუხლის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ახორციელებს მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;“; ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) განიხილავს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 12 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები