დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.164.016333 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, 010250040.35.164.016109), კერძოდ:
1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1201 მუხლი: 1. ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის (www.kvareli.gov.ge) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით მომხსენებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხსენებელი რეგისტრირდება მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ მომხსენებელი კოდური სიტყვა/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას. 3. მომხსენებელი ვალდებულია ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული Sylfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით თან დაურთოს ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვის დასტური მომხსენებელს ეგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე, ასეთის მითითების შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებულ ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე არ ასახავს, თუ: ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს; ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს; გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლედ, ამომრჩევლები აპლიკაციაში ქართული Sylfaen შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს და მობილური ტელეფონის ნომერს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას. აპლიკაციაში ამომრჩევლის მონაცემების ხელმომწერთა სიაში დამატება ხდება მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილი კოდური სიტყვის/სიმბოლოების მეშვეობით ხელმოწერის დადასტურების შემდეგ და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უთითებს ხელმოწერის განხორციელების თარიღს. ერთი მობილური ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს 5 პირის რეგისტრაციის მიზნით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის. 9. აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იმავე პირადი ნომრით. 10. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და მომხსენებლ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს. 11. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩევლის მიერ ამ რეგლამენტის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით და 120-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის ,,რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას. საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით. 12. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით და 120-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი. 13. ამ რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები