„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016441
37
20/08/2018
ვებგვერდი, 22/08/2018
190020020.35.158.016441
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2018 წლის 20 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ  დანართ №1-ში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დანართი №1-ის  მე-9  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. გათბობის სეზონისათვის სოციალურად  დაუცველი  ოჯახების ერთჯერადი ფულადი   დახმარება

1. გათბობის სეზონის დასაწყისში ერთჯერადი ფულადი დახმარება  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  შემდეგი  კატეგორიის  ოჯახებს:

ა) სოციალურად დაუცველ (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერების ოჯახებს;

ბ) სოციალურად დაუცველ (65000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;

გ)  სოციალურად დაუცველ (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან).

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და  ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

2. დანართი №1-ის  მე-13  მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  ომში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 27 სექტემბრისათვის – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით (ოჯახის  შემადგენლობიდან  მხოლოდ ერთი  წევრი).“

3. დანართი №1-ის  მე-13  მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ დახმარებას   ერთჯერადად  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით  (ოჯახის შემადგენლობიდან  მხოლოდ ერთი წევრი).“

4. დანართი №1-ის  მე-13  მუხლის  მე-5  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და საბრძოლო მოკვლევის ასლები;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიიმრან მ. გასიმოვი