„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.020743
427
17/08/2018
ვებგვერდი, 17/08/2018
460080000.10.003.020743
„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №427

2018 წლის 17 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 460080000.10.003.018367) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის  „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული სტუმრების შეუფერხებელი და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი  მომსახურების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე №220-ში მდებარე 9154 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.32.04.560) მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და რემონტისათვის, ამავე შენობებისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეთხოვოს, აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე