დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016613 |
66
17/08/2018
ვებგვერდი, 20/08/2018
010330000.22.026.016613
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის №2 პლანშეტის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის ,,ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშანზე (პლანშეტი №2/1) გამოსახულია ,,თეთრი გიორგი“. სამკერდე ნიშანი გადაეცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებსა და ეროვნული გვარდიის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, დადგენილი წესით გაცემულ ,,ღირსეული გვარდიელის სიგელთან’’ ერთად. სამკერდე ნიშანი არის თითბერისგან ჩამოსხმული ერთ ფერში, 3D განზომილებაში. სამკერდე ნიშნის კანტი, ყველა სახის წარწერა და ,,თეთრი გიორგის’’ გამოსახულება შესრულებულია ოქროსფერში, კანტში არსებული სივრცე წითელ ფერში. სამკერდე ნიშანს უკანა მხარეს არ აქვს გამოკვეთილი კონტურები და დატანილია სპეციალური სამაგრები. ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა – 35,8 მმ, ხოლო სიგანე – 33 მმ;’’.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები