დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016256 |
|
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს
ონის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
გარე
ვაჭრობის
რეგულირების
წესი
, დანართის
შესაბამისად
.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
წინამდებარე
წესი
არეგულირებს
ონის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
გარე
ვაჭრობისთვის
ტერიტორიის
განსაზღვრის
, ასევე საზოგადოებრივ
სივრცეებში
გარე
ვაჭრობისთვის
განკუთვნილი
საქონლის
განთავსებისა
და
ტერიტორიის
მოწყობის
წესებს
.
|
მუხლი 2.
გარე ვაჭრობა
|
გარე
ვაჭრობად
ითვლება
:
ა ) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან , რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური , მაცივარი , სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი , საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი , დახლი და სხვა ); ბ ) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან /და მასზე განთავსებული ნაგებობიდან . |
მუხლი 3.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
|
წინამდებარე
წესის
მიზანია
:
ა ) მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის , სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ბ ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ; გ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა . |
მუხლი 4.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა |
1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე
ვაჭრობის
ადგილებს
მუნიციპალიტეტის
მერის
წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო
.
2 . გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად , მათ შორის , კვირის კონკრეტული დღეებისათვის , სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში , ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას . 3 . თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად , გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა , რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად . 4. ქ. ონში გარე ვაჭრობა აკრძალულია შემდეგ ადგილებში: ა) დავით აღმაშენებლის ქუჩა; ბ) დავით აღმაშენებილის მოედანი; გ) დემეტრე II-ის მოედანი; დ) ვახტანგ VI-ის ქუჩა ჯიმი მაისურაძის ქუჩის გადაკვეთამდე. |
მუხლი 5.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
|
1. გარე
ვაჭრობისათვის
განკუთვნილი
ადგილები
უნდა
მოეწყოს
ისე
, რომ
აკმაყოფილებდეს
ონის მუნიციპალიტეტის
არქიტექტურული იერსახის
მოთხოვნებს
და
არ აფერხებდეს
ფეხით
მოსიარულეთა
და
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
გადაადგილებას
. გარე
ვაჭრობა
უნდა
მოეწყოს
მოქმედი
სანიტარიულ
-ჰიგიენური
მოთხოვნებისა
და
უსაფრთხოების
წესების
დაცვით
.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ -სამშენებლო პროექტის შეთანხმებით , კანონმდებლობით დადგენილი წესით . 3 . აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი , ხორცის პროდუქტები , რძე , რძის პროდუქტები , თევზი , შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური ), ასევე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა . 4 . გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით : ა ) ჟურნალ -გაზეთები , წიგნები ; ბ ) ნახატები , სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები ; გ ) ყვავილები ; დ ) ხილ -ბოსტნეული – როგორც საკუთრივ მაღაზიის მიერ წარმოებული , ასევე მაღაზიის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ , ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების , შენახვისა და რეალიზაციის პროცესში ); ე ) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული ). 5 . სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით : ა ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები ; ბ ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით ); გ ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. |
მუხლი 6.
გარე ვაჭრობის კონტროლი |
1. ნებისმიერი
საქმიანობა
, რომელიც
ამ
წესის
შესაბამისად
ითვლება
გარე
ვაჭრობად
, მაგრამ
ვერ
აკმაყოფილებს
დადგენილ
მოთხოვნებს
, ითვლება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
1533
მუხლით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევად
.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები