„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020739
423
15/08/2018
ვებგვერდი, 16/08/2018
010220000.10.003.020739
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №423

2018 წლის 15 აგვისტო

 ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლ „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ – „ო4“ ქვეპუნქტები:

„ო1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;

2) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;

3) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაციას;

4) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;“.

2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში და გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან. აღნიშნულ დებულებას, რეგიონალურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 26 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე