დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 422 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110050.10.003.020738 |
422
15/08/2018
ვებგვერდი, 17/08/2018
040110050.10.003.020738
„დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2016, 040110050.10.003.019238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტურისტული მომსახურების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები