„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მიღების თარიღი 15/08/2018
დოკუმენტის ტიპი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016023
22
15/08/2018
ვებგვერდი, 15/08/2018
140070000.67.079.016023
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №22

2018 წლის 15 აგვისტო

. თბილისი

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის № 8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვბრძანებ :

მუხლი 1
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის № 8 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/08/2018 140070000.67.079.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურის, აგრეთვე სააგენტოში მოსამსახურის  მიღებისას ვრცელდება ამ წესის მე-18, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესი.“.

2. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი