დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 19/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:
ა) შეისწავლოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა საკონსულო სამსახურებში საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის არსებულ პრაქტიკაში შექმნილი მძიმე ვითარება, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა ღირსების შელახვის, მათთან არაკორექტული მოპყრობის ფაქტები და სხვა დარღვევები;
ბ) გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედი სავიზო რეჟიმის ოპტიმიზაციის, ასევე ლეგალური შრომითი მიგრაციის შესაძლო კვოტირებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების დაჩქარების მიზნით.
2. საქართველოს მთავრობამ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობათა დონეზე მოსაგვარებლად.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 22 აპრილი.
№1428–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები