დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016521 |
|
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, N56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესი (დანართი №1); ბ) ოჯახის დეკლარაციის ფორმა (დანართი №2); გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ფორმა (დანართი №3); დ) ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა (დანართი №4); ე) ოჯახში მცხოვრები (0-დან 18 წლამდე) ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის ფორმა (დანართი №5); ვ) ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში შესატანი მონაცემები და ქულათა ოდენობები (დანართი №6). 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმების დამზადება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესი“; |
ბ)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. 1. ეს წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის, რეფერირების მეთოდებსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად, ასევე, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვა.“; |
გ)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: |
გ.ა)
,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;“; |
გ.ბ)
„ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებას/აღრიცხვას; თ) ინტერვიუირება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ჩატარებული გამოკითხვა ოჯახის და ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ საჭირო ინფორმაციის დადგენის და/ან დაზუსტების მიზნით;”; |
გ.გ)
„კ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ.ზ“ ქვეპუნქტი:
„კ) ბავშვი.“; |
გ.დ)
„კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი (არასრულწლოვანი პირი); მ) ბავშვის დეკლარაცია – ოჯახის დეკლარაციაზე თანდართული სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც ივსება ოჯახის დეკლარაციასთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ ოჯახში 0-18 წლამდე ბავშვ(ებ)ი ცხოვრობს და შეიცავს მონაცემებს ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ.“; |
დ)
მე-3 მუხლის: |
დ.ა)
პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოჯახის იდენტიფიკაცია, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. ოჯახის იდენტიფიკაციის, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. 3. ოჯახის დეკლარაცია და ბავშვ(ებ)ის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს. ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შევსება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ცხოვრობს ბავშვ(ებ)ი.“; |
დ.ბ)
მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ ახერხებს ნახოს ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ი, ბავშვ(ებ)ის დეკლარაცია შეავსოს ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“; |
ე)
მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) „C3“ პუნქტის მე-8 გრაფაში – „დევნილთა შემწეობა“ – უნდა ჩაიწეროს იმ თანხის ყოველთვიური ოდენობა, რომელიც დანიშნული აქვს ოჯახის თითოეულ წევრ(ებ)ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ;“; |
ვ)
მე-14 მუხლის: |
ვ.ა)
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ოჯახი უარს ამბობს ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შევსებაზე.“; |
ვ.ბ)
მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61 ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა ოჯახი მისივე სურვილით უარს აცხადებს ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შევსებაზე და შესაბამისად წყდება „ოჯახის დეკლარაციის“ შევსება.“; |
ზ)
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის: |
ზ.ა)
,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა, აღინიშნება: სისხლდენა, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოჯახის წევრი იმყოფება არასრუწლოვან პირ(ებ)თან ერთად სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ–112, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სოციალურ მუშაკს.“; |
ზ.ბ)
„ბ“, „გ“ და „დ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) „ოჯახს წევრზე შეიმჩნევა ფიზიკური ძალადობის ნიშნები“ – იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ფიზიკური ძალადობის ნიშნები: სხავადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები. ამ შემთხვევაში, მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სააგენტოს სოციალურ მუშაკს; გ) თუ „ოჯახის წევრი აღნიშნავს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე“ მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სააგენტოს სოციალურ მუშაკს; დ) თუ „10 წლამდე ერთი ან მეტი ბავშვი იმყოფება უმეთვალყურეოდ“– სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სოციალურ მუშაკს.“; |
ზ.გ)
„დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ბავშვ(ებ)ი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თუ: ე.ა) სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა (ბავშვს აღენიშნება რომელიმე ამათგან: სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება/ქოშინი, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი,სიმძიმის შეგრძნება სხეულის რომელიმე ნაწილში, განსაკუთრებით მუცლის ზედანა წილში და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება) ამ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სსიპ - საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერზე – 112, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სოციალურ მუშაკს; ე.ბ) სახეზეა ფიზიკური ძალადობის ნიშნები (სხვადასხვა სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ნაკაწრები, იარაები, გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები, დამწვრობის კვალი, კოპები და სხვა სახის დაზიანებები. ამ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სოციალურ მუშაკს.“; |
თ)
VII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VIII „ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის მეთოდოლოგია და ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შევსების წესი“:
„თავი VIII „ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის მეთოდოლოგია და ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შევსების წესი“. მუხლი 18 1. ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში მონაცემები შეიტანება გარკვევით, ბურთულიანი კალმის გამოყენებით. შევსებას ექვემდებარება დეკლარაციის ყველა საჭირო გრაფა. 2. ბავშვის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის გრაფაში მიუთითოს საკუთარი სახელი, გვარი და სამსახურებრივი კოდი. 3. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური აგენტი ოჯახში ვიზიტის დროს თავად ვერ ახერხებს ნახოს ბავშვ(ებ)ი ოჯახში, დეკლარაცია ივსება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელთა აღნიშვნაც მოხდება A1. ბლოკის მე-10 სვეტში. 4. ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაზე უნდა მიეთითოს ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი. 5. ბავშვის დეკლარაცია ივსება ყველა შემთხვევაში, თუ ოჯახში ცხოვრობს 0-18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მუხლი 19 1. დეკლარაციის „A1“ ბლოკი მოიცავს ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის და მათი მშობლების ბიოგრაფიულ მონაცემებს. დეკლარაციის „A1” ბლოკის შევსებისას ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის მონაცემების შეტანა უნდა მოხდეს „ოჯახის დეკლარაციაში“ მითითებული/მინიჭებული ნუმერაციის შესაბამისად. 2. ბავშვ(ებ)ის შესახებ შესაბამის სვეტში მიეთითება: გვარი, სახელი, ბავშვის ასაკი, სქესი, ბავშვის დაბადების თარიღი, ბავშვის პირადი ნომერი, მშობლების პირადი ნომერი, მშობლების დაბადების თარიღი. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული ბავშვის/მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობა და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები ან გამოიყენოს „ოჯახის დეკლარაციაში“ მითითებული მონაცემები. 4. „A2” ბლოკის – „ნათესაური მიმართება მზრუნველთან[1]“ შევსებისას - თუ ოჯახის წევრ(ებ)ს აქვს ოფიციალური დამადასტურებული დოკუმენტი მეურვეობის/მზუნველობის შესახებ, მათ შორის ხელშეკრულება მინდობით აღზრდის შესახებ, მეურვეობა/მზრუნველობის გადაწყვეტილება, მინდობილობა ან სხვა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ აღინიშნება ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში. მუხლი 20 1. დეკლარაციის „B.1.“ ბლოკის – „ბავშვის ფიზიკური განვითარება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა“ შევსებისას მოცემულ ცხრილში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ყოველ ბავშვზე უნდა შემოიხაზოს ყველა შესაბამისი პასუხი: 1.1. პუნქტი – „ბავშვი ზედმეტად გამხდარია/არის ჭარბწონიანი; 1.2. პუნქტი – „ბავშვი იღებს საკვებს ასაკის შესაბამისად (0-6 თვემდე დედის რძე/ადაპტირებული ნარევი, 6-12 თვემდე დედის რძე/ადაპტირებულ ნარევს დამატებული ნახევრად მყარი საკვები (ფაფები, პიურე), 12 თვიდან ზის საერთო მაგიდასთან); 1.3 პუნქტი – „უჭირს გადაადგილება ასაკის შესაბამისად“ (12 თვიდან ბავშვს შეუძლია ხოხვა და ნაბიჯების გადადგმა დახმარებით ან დამოუკიდებლად, 18 თვიდან უნდა დადიოდეს დამოუკიდებლად); 1.4. პუნქტი – არის აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში; 2. დეკლარაციის „B2.“ ბლოკის – „ბავშვზე ზრუნვა“ შევსებისას მოცემულ ცხრილში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ყოველ ბავშვზე უნდა შემოიხაზოს ყველა შესაბამისი პასუხი: 2.1. ბავშვ(ებ)ს სძინავს ადეკვატურ პირობებში (საწოლზე, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მატრასი/ლეიბი, საბანი და თეთრეული); 2.2. სახლი/სივრცე, სადაც ბავშვ(ებ)ი ცხოვრობს, ბავშვ(ებ)ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა (სახლი გადახურულია, შემინულია, არ არის ნესტიანი); 2.3. არ აქვს სეზონური ტანსაცმელი და/ან ფეხსაცმელი; 2.4. მოვლილია, დაცულია ჰიგიენა; 2.5. სახლში ყოფნისას/დღის განმავლობაში ძირითადად: 2.5.1. თუ ბავშვ(ებ)ი 7 წლამდეა და იმყოფება მარტო, მეთვალყურეობის გარეშე; 2.5.2. თუ ბავშვ(ებ)ი 10 წლამდეა და იმყოფება სხვა 10 წლამდე არასრუწლოვანი ბავშვ(ებ)ის მეთვალყურეობის ქვეშ; 2.5.3. თუ ბავშვ(ებ)ი 10 წლამდეა და ზრუნავს სხვა უმცროს ბავშვ(ებ)ზე ზრდასრული ოჯახის წევრის მეთვალყურეობის გარეშე; 2.5.4. თუ ბავშვ(ებ)ი ზრუნავს ოჯახის სრულწლოვან წევრზე. 3. დეკლარაციის „B3.“ ბლოკის - „ბავშვის განათლება“ შევსებისას მოცემულ ცხრილში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ყოველ ბავშვზე უნდა შემოიხაზოს ყველა შესაბამისი პასუხი: 3.1. „B3.1.“ პუნქტი ბავშვი ასაკის შესაბამისად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში (7-14/15 წლამდე ასაკის ბავშვი 9 კლასის ჩათვლით); 3.2. „B3.2.“ პუნქტი – ბავშვი ასაკის შესაბამისად არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში (7-14/15 წლამდე არ დადის სკოლაში). აღნიშნეთ ყველა შესაძლო მიზეზი, რომელიც ჩამოთვლილია დეკლარაციაში. მუხლი 21 1. დეკლარაციის „C“ ბლოკი – „სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოუკიდებლად. 2. „C1.“ პუნქტი – „ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ – შემოიხაზება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სანდოა, ხოლო „C2.“ პუნქტი – „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას/რეკომენდაცია სოციალურ მუშაკს“ შემოიხაზება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩათვლის, რომ მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას და საჭიროა სოციალური მუშაკის ჩართვა. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დამატებითი ინფორმაცია/შენიშვნა აღინიშნება „C3“ პუნქტში. მუხლი 22 1. ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. 2. სააგენტო უზრუნველყოფს შემთხვევის გადამისამართებას ტერიტორიულ ერთეულში ცენტრალიზებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ ამავე ბრძანების №6 დანართით – „ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში შესატანი მონაცემები და ქულათა ოდენობები“: ა) „B2“ ბლოკისთვის განსაზღვრულ ქულათა ოდენობა შეადგენს 6 ან/და მეტ ერთეულს; ბ) ნებისმიერი ბლოკისთვის (გარდა „B2“ ბლოკისა) ან ჯამურად განსაზღვრული ქულათა ოდენობა შეადგენს 8 ან/და მეტ ერთეულს.“. [1] მზრუნველი არის პირი, რომელიც ახორცილებს პრაქტიკულად ბავშის მოვლას (იღებს გადაწყვეტილებებს ბავშვის კვების, ჩაცმის, განათლების და ა.შ. შესახებ ყოველდღიურად და ახორციელებს მზრუნველობას, სულ მცირე დღის უმეტეს დროს). ფლობს ბავშის (მისი ჯანმრთელობის, კვების, განვითარების, განათლების და ა.შ.) შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას. მზრუნველი შეიძლება იყოს როგორც ოჯახის უფლებამოსილი პირი, ასევე ოჯახის სხვა წევრისც. |
| მუხლი 2 |
ბრძანებით დამტკიცებული №2 (ოჯახის დეკლარაციის ფორმა), №3 (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ფორმა) და №4 (ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
ბრძანებას დაემატოს თანდართული ,,ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე ასაკის) ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის ფორმა“ (დანართი №5) და ,,ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში შესატანი მონაცემები და ქულათა ოდენობები“ (დანართი №6). |
| მუხლი 4 |
ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება/გამოცემა. |
| მუხლი 5 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები