„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 12/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
35
11/02/2010
სსმ, 17, 12/02/2010
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2010 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქარ-თველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №70, მუხ. 767) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იგივე პირი ფონდის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და სხვადასხვა სახის გრანტების კონკურსებს, ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“;

დ) მე-3 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და ამ განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, საჭიროების შემთხვევაში აწყობს კონკურსს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;

ი) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;“;

ე) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილე(ებ)ს. ფონდის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას;“.

2. მე-5 მუხლში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს მთავრობის კვოტით თანამდებობრივად შედის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:

„81. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.

82. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. სამეცნიერო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს, სამეცნიერო საბჭოს დავალებით, ასრულებს სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. სამეცნიერო საბჭოს სხდომის დროს იწარმოება სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.“.

3. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. წესდებას დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. ინტერესთა კონფლიქტი

დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების კონკურსში ამავე ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური