დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.165.016350 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 15/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.165.016154) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის-სერთიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.“. 3. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის). 4. დადგენილების დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი №“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი |
მუხლი 1
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: სტაჟირება – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება. ა) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი). ბ) კანდიდატი – პირი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ. გ) უშუალო ხელმძღვანელი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის (მერია/საკრებულოს აპარატი) ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. 2. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორცილდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის – მარტში. 3. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
თავი II. სტაჟიორის სტატუსი მუხლი 3 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. მუხლი 4 1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება მერია/საკრებულო) სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე); ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი სპეციფიკური პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებით. 3. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან. 4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე), რომლებიც განსაზღრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 5. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 1 ერთეულს. 7. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ-დან 16 სთ-მდე.
თავი III. სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები მუხლი 5 სტაჟიორს უფლება აქვს: 1. უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს. 2. დაესწროს მერიისა და საკრებულოს თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში. მუხლი 6 სტაჟიორი ვალდებულია: 1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები. 2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა. 3. გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. 4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები. თავი IV. საგარეჯოს მუნიციალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ მუხლი 7 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თავი V. სტაჟირების სხვა პირობები მუხლი 8 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება). 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, ხოლო საკრებულოში – საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
თავი VI. სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა მუხლი 9 1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე), სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად. 3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები