„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 05/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020734
418
13/08/2018
ვებგვერდი, 14/08/2018
300160070.10.003.020734
„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №418

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/08/2015, 300160070.10.003.018799) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წყალი: ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე მდინარე. ადგილობრივ მოსახლეობას უფლება აქვს (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვის მიღების შემთხვევაში), ტრადიციული გამოყენების ზონაში მოიპოვოს წყალი საყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით და განათავსოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა წყალი მიიყვანოს საკუთარ სახლებსა და ბაღებში. ამჟამად ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წყლის მოპოვება ხდება ხელვაჩაურის მე-8, მე-9, 24-ე, 25-ე და ქობულეთის 48-ე, 66-ე, მე-13, მე-14 კვარტლებში. წყლის მოპოვების შედეგად ზიანი არ დაფიქსირებულა ბუნებრივ მახასიათებლებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე