დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.148.016525 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/12/2017; 190040000.35.148.016443) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. (0-დან 18 წლამდე) დაავადებული ბავშვების ცერებრალური დამბლით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ბავშვების სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები