შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლეილა ხაჭაპურიძე)

შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლეილა ხაჭაპურიძე)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 09/08/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
09/08/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლეილა ხაჭაპურიძე)
შპს „კონსალტინგ გრუპს“
 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2018 წლის 9 აგვისტო

 

  

სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით

აუქციონატორი შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი გიორგი ლოლაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ.

საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 035

იპოთეკის ხელშეკრულება: №1090814-3, 09/11/2011, ცვლილება №1090814-3, 30/11/2012, 

უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა საბჭო, №27; საკადასტრო კოდი: 03.06.22.190

უძრავი ქონების მესაკუთრე: ლეილა ხაჭაპურიძე პ/ნ: 60001022260

ვალდებულების წარმოშობა: საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0003.2218542.001

  • საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2218542-2778982

მსესხებელი (მოვალე): კახაბერი ჩორგოლაშვილი პ/ნ: 60001022922

სასესხო დავალიანების ოდენობა: 45,411.79 აშშ დოლარი, (ძირი: 33,487.27 დოლარი; სარგებელი: 8,285.34 აშშ დოლარი; ჯარიმა: 3,348.73 აშშ დოლარი; დაზღვევა: 290.45 აშშ დოლარი), სხვა ხარჯები: სპეციალისტის საზღაური: 590 ლარი

აუქციონის ჩატარების დრო: 21.08.2018 14:00 სთ-დან 23.08.2018 წლის 13:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „კონსალტინგ გრუპს”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 34,540 აშშ დოლარი

უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა საბჭო, №27; დაზუსტებული ფართობი: 404.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:187.16; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება

ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; საკადასტრო კოდი: 03.06.22.190

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით. 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით. 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით .

გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

აუქციონატორი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                                                                       გიორგი ლოლაშვილი