„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.147.016199
27
13/08/2018
ვებგვერდი, 17/08/2018
010260020.35.147.016199
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის  №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  26/04/2018; 010260020.35.147.016187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით   დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი შიდა აუდიტის სამსახური;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ";

გ) დადგენილებით   დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციაპლიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების სისტემის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და დისციპლინური წარმოების განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი