დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016367 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.016288) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის (ტერმინები იმავე მნიშვნელობისაა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული) აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შიდა მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს და რომლის მიზანია დაწესებულების მიერ რწმუნების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულებაში მომსახურების მიწოდება ხდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა (შემდგომში – კანონი) და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ასევე, დაწესებულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად; ბ) თვიური შიდა მონიტორინგი – დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ყოველთვიური მონიტორინგი, რომლის მიზანია დაწესებულების ადმინისტრაცია ყოველთვიურად ფლობდეს ინფორმაციას დაწესებულების სამოქმედო გეგმით სასწავლო-სააღმზრდელო წლის კონკრეტულ თვეში განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების და შესაბამისი აქტივობების შესრულების შესახებ. გარდა ამისა თვიური შიდა მონიტორინგის მიზანია გამოავლინოს მომსახურების პროცესში წარმოჩენილი საჭიროებები, გამოწვევები, რაც აფერხებს სამიზნე მაჩვენებლის და შესაბამისი აქტივობების შესრულებას და მოახდინოს შესაბამისი რეკომედაციების ჩამოყალიბება; გ) შუალედური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში განხორციელებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების შესახებ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების შუალედური სინთეზი და განსაზღვრული რეკომედაციების გათვალისწინებით მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება (რა შესრულდა, რა ვერ სრულდება, რა მიზეზით და ა.შ.); დ) წლიური შიდა მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც წარმოადგენს ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების წლიურ სინთეზს, და რომლის დროსაც ხდება არსებული რეკომედაციების გათვალისწინებით მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება (რა შესრულდა, რა ვერ სრულდება, რა მიზეზით და ა.შ.); ე) შეფასება − მომსახურებისა და დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულების არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება, ასევე, დაწესებულების მიერ დამფუძნებელთან კოორდინაციით, სათანადო ქმედებების განსაზღვრა შემდგომში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ვ) ანგარიშგება − შიდა მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარმოჩენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად; ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან; თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები; ი) სამიზნე მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები; კ) შესრულების მაჩვენებელი – მომსახურების მიწოდების მიღწეული შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები; ლ) აქტივობა – ქმედება, რომელიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას; მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა; ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური ოპერატიული დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, შესრულების მაჩვენებლებს, აქტივობებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს. სამოქმედო გეგმა ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს; ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული დაწესებულების თანამშრომლის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას; პ) გასაუბრება – დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული დაწესებულების თანამშრომელის მიერ შიდა მონიტორინგის დროს გამოყენებული მეთოდი, – საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან განხორციელებული კომუნიკაცია; ჟ) ჩეკლისტით შემოწმება – დაწესებულების ხელმძღვანელის და/ან მის მიერ განსაზღვრული დაწესებულების თანამშრომლის მიერ შიდა მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. დაწესებულების მიერ წინასწარშემუშავებული ანკეტის გამოყენებით განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს; რ) სტრუქტურული ერთეული – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელიც საკუთარი დებულების შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები