დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016366 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.016287) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის (ტერმინები იგივე მნიშვნელობისაა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული) აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას, აღრიცხვას და ანალიზს. მონიტორინგის მიზანია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება, ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად; ბ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულების მხარდასაჭერად; გ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და/ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად; დ) სტრუქტურული ერთეული – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელიც საკუთარი დებულებისა და ამ დადგენილების შესაბამისად ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას; ე) შუალედური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა) განხორციელებული მონიტორინგი; ვ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი; ზ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობა ყველა დაგეგმვის ღონისძიება. მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი, ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან; თ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის, პირობითი ავტორიზაციის) მინიჭების მომენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებისათვის საჭირო აქტივობების დაწყებამდე. დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები; ი) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები; კ) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ(ებ)ით და/ან მუხლ(ებ)ით განსაზღვრული შედეგები; ლ) აქტივობა – ქმედება, რომელიც პირდაპირ განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას; მ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომლის საშუალებითაც მტკიცდება, მიღწეულია თუ არა მიზანი ან ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებულია თუ არა აქტივობა; ნ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული, სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური ოპერატიული დოკუმენტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მისაღწევ მიზნებს, სამიზნე მაჩვენებლებს, შესრულების მაჩვენებლებს, აქტივობებს და შესრულების დამადასტურებელ საშუალებებს; ო) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები, ოჯახის წევრები, დაწესებულების პერსონალი) ქცევის/მოქმედებების შესწავლა. დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას; პ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, პერსონალთან, ბავშვის ოჯახის წევრთან და/ან ბავშვთან კომუნიკაცია; ჟ) ჩეკლისტით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი. მონიტორინგის გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული ანკეტის გამოყენებით განხორციელებული შემოწმება, რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს; რ) ინტერდისციპლინური გუნდი – სტრუქტურული ერთეულის მიერ №4 დანართში მითითებული კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე პირებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის, მონიტორინგის გუნდის) განვითარებას; ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორიგს ავტორიზების პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას. მონიტორინგის გუნდი შედგება №4 დანართში გათვალისწინებული კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული).“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სტრუქტურული ერთეული, შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 2 თვისა დაწესებულებას წარუდგენს შეფასების შედეგებს, ხოლო შეფასების კონსოლიდირებულ ანგარიშს დაწესებულებების შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები