„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25-84
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016531
25-84
10/08/2018
ვებგვერდი, 15/08/2018
010250050.35.101.016531
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25-84

2018 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 04/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016446) და დადგენილების პირველი მუხლის:

ა) „ე“ პუნქტით დამტკიცებული  „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №5):

ა.ა) მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც აქვთ მწვავე ლეიკემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლაზიური ანემია, ჰისტიოციტოზი, თალასემია, მრავლობითი მიელომა (მიელომური ავადმყოფობა) შემდეგი მომსახურებების დაფინანსება:

ა.ა) მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია;

ა.ბ) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები;

ა.გ) ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.“;

ა.ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მიმწოდებლისათვის დადგენილი დამატებითი პირობები

1. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საქართველოში გაწევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება არაუმეტეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ტარიფისა;

ბ) საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მეშვეობით უზრუნველყოს ბენეფიციარისათვის საჭირო ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ყველა მომსახურების გაწევა.

2. ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება არაუმეტეს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ტარიფისა;

ბ) ჰქონდეს მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება;

გ) მომსახურება განხორციელებული ჰქონდეს მინიმუმ 5-ჯერ;

დ) უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება სპეციალისტის მეშვეობით, რომელსაც წარმატებით აქვს ჩატარებული აღნიშნული მომსახურება მინიმუმ 5-ჯერ.“;

ბ) „ვ“ პუნქტით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №6):

ბ.ა) მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულნი, ან“;

ბ.ბ) მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2-წლიანი რეგისტრაცია არ ვრცელდება ამავე პუნქტში განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებზე. აღნიშნულ პირებზე გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში განხორციელებულ ცვლილებამდე არსებული წესი.“;

ბ.გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე