„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016500
64
09/08/2018
ვებგვერდი, 14/08/2018
330090020.35.160.016500
„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №64

2018 წლის 9 აგვისტო

ქ. რუსთავი

 

„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 27.06.2014წ., 330090020.35.160.016209)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

დანართის მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი, რომელსაც ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

2. შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების შემდგომი განვითარება (ტერიტორიის გაფართოება, ფუნქციის შეცვლა, რეკონსტრუქცია) ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის შემცირების პირობით.

3.   შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ეხსნება შეუსაბამო სტატუსი.

4. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით (ფართობი, კონფიგურაცია) არ შეესაბამება ზონის განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იძენს განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსს.

5. განპირობებული (იძულებით) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისთვის, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პირობით, ხდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით-სივრცით და ესთეტიკურ პარამეტრებს.

6.   განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში - „კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა“ შეტანილ იქნეს ცვლილებები  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით (თან ერთვის საინფორმაციო მასალა).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი