„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.020723
407
08/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
010140010.10.003.020723
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2018 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში (სსმ, №134, 19/10/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და 11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:  

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

მუხლი 11

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელს;

ბ) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation) წარმომადგენელს;

გ) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) წარმომადგენელს;

დ) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელს;

ე) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელს;

ვ) ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრს;

ზ) მიგრაციის ცენტრს;

თ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;

ი) სამოქალაქო განვითარების სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე