ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივნისის №59 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016527
68
07/08/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
010250020.35.143.016527
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივნისის №59 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №68

2018 წლის 7 აგვისტო

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივნისის №59 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივნისის №59 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 13/06/2018; 010250020.35.143.016518) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას, მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, იღებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.”;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტაქსების პარკირების ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით.”;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა­გადატანის სფეროში, პარკირების ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წინამდებარე წესით დადგენილი წესების დაცვით (შემდგომში – პარკირების ადგილები).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი