ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 08/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016140
44/ნ
07/08/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010240070.22.037.016140
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2018 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №2/ნ ბრძანება;

ბ) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №3/ნ ბრძანება

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 8 აგვისტოს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი