„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.020720
403
06/08/2018
ვებგვერდი, 08/08/2018
010240020.10.003.020720
„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2018 წლის 6 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს   2016-2020   წლების   მიგრაციის   სტრატეგიის   დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, 010240020.10.003.019009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის:

1. მე-10 თავის („საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“) „ამოცანების“ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „მიგრაცია და განვითარება“ − ნაწილიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.

2.  მე-12 თავს („სტრატეგიის დამტკიცება და განხორციელება“) მე-4 აბზაცის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5  აბზაცი:

„სტრატეგიის განმახორციელებელი დაწესებულების (უწყების) რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა დაწესებულებასთან (უწყებასთან) შერწყმის შემთხვევაში, სტრატეგიის განხორციელებას უზრუნველყოფს მისი უფლებამონაცვლე დაწესებულება (უწყება).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე