„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.146.016162
11
06/08/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
190020020.35.146.016162
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2018 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის  №25 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 12.12.2017, 090020020.35.146.016145) დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომუნალური იმფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01)

– პროგრამის ფარგლებში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება:

 სასმელი წყლის მილების შეცვლა (წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია);

 შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკება და გზებთან დაკავშირებული მომსახურება;

– ჭაბურღილის ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურება;

– სანიაღვრე სისტემების მოწყობა; 

– გორის მუნიციპალიტეტის საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დევნილთა ოჯახებზე ბუნებრივი აირის გამრიცხველიანება;

– გარე განათების  სისტემის უზრუნველყოფის მიზნით ნათურების შესყიდვა შეცვლა;

– დევნილთა დასახლებებში თონეების მოწყობა;

– წეროვნის დევნილთა დასახლებაში მოსაცდელის მოწყობა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი