ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.167.016416
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
66
03/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
330010040.35.167.016416
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/08/2018 - 07/09/2018)

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №66

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმა“ დანართის     შესაბამისად.
მუხლი 2
მშენებლობის ნებართვის წინა გვერდზე, მარცხენა მხარეს, გამოსახულია სახელმწიფო გერბი, ხოლო მარჯვენა მხარეს მუნიციპალიტეტის გერბი, წარწერა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“,  მშენებლობის  ნებართვის  ნომერი, ნებართვის გაცემის თარიღი, მშენებლობის დაწყების  თარიღი,  ნებართვის  მოქმედების  ბოლო  თარიღი, დამკვეთის დასახელება და მისამართი, მშენებლობის დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, მისამართი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო  ნომერი,  პროექტის  შემთანხმებელი  ორგანიზაციის  დასახელება  და მისამართი, ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, ბრძანების ნომერი და თარიღი, ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი და სანებართვო პირობები. მშენებლობის ნებართვის ქვედა მარჯვენა კუთხეში დაიტანება დამკვეთის, ნებართვის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი. მშენებლობის ნებართვის მეორე გვერდზე ჩანაწერები არ   კეთდება.
მუხლი 3
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) რელიეფურ  დამცავ ბადეს;

ბ) ნუმერაციას საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება;

გ) მუნიციპალიტეტის გერბს, რომელიც გახედვისას ჩნდება გამჭვირვალედ.“.

მუხლი 4
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 დეკემბრის №44 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,  050111,  05/01/2011, 330010040.35.167.016028).

 

მუხლი 5
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია