„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016364
59
10/08/2018
ვებგვერდი, 15/08/2018
010260000.35.140.016364
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №59

2018 წლის 10 აგვისტო

დაბა ასპინძა

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017წ., 010260000.35.140.016279)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ასპინძის   მუნიციპალიტეტის   მერიის  ინფრასტრუქტურის,   სივრცითი მოწყობის  და არქიტექტურის  სამსახურის დებულება.”.

2. დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის სამსახური“.

3. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცით მოწყობას და ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე