დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 11/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №33
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ახალაია – ექსპერტი
ელისო გაბადაძე – ექსპერტი
ირაკლი გვენეტაძე – სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე
ზაქარია გიუნაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი
მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი გულუა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფო-კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი
მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიგა უმეკაშვილი – ექსპერტი
ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფო-კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი
გიგა შუბითიძე – ექსპერტი
შოთა ჩაჩხუნაშვილი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გურამ ძულიაშვილი – სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ჯიჩოშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები