დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 ივლისის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016363 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 ივლისის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/07/2018წ., 010260020.35.140.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
|
1. პირველი მუხლის პირველი და მე- 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული; ". 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციულ ერთეულებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობას, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირს; გ) მერიის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სამუშაო ოქმების შედგენას; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას; ე) მერის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები