,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016406
56
03/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
210020010.35.167.016406
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №56

2018 წლის 3 აგვისტო

ქ.ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის  №9  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,   11/02/2015 სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.167.016197).
მუხლი 2
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის  №9  დადგენილების:
1. მე-2  მუხლის  მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ა) ახლადასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ბ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს;
გ) ხაზობრივი ნაგებობებისათვის (წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა)  – თითოეული გრძივი მეტრისთვის 1 (ერთი)  ლარის ოდენობით;
დ)  სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ2-ზე ­ 0,30 ლარის ოდენობით.“.
2. მე-2 მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე ­ კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე ­ კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე ­ საპრიზო ფონდის 10%­ის ოდენობით;
დ) სისტემურ­-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 18%­-ის ოდენობით;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-­ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე ­ კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით;“.
3. მე-3  მუხლი ამოღებული იქნეს.
4. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის“  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ფიზიკური პირისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულზე შეადგენს 0.5  ლარს,  ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში,  თვეში არაუმეტეს 2.00 ლარს – ოჯახზე.  ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად.“.
5. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის“  მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახები;“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია