დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.145.016155 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №14 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; 190020020.35.145.016144) დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი №1 დანართით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
თავი I თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 2.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი II
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 573.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 5.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გრანტები 1 565.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 6.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 7.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი III
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1 639.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 8.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 35.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 35.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 9.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი IV
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა
და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -101.6 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
3. განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 101.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 12.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ახორციელებს წვევამდელთა მობილიზებას და უზრუნველყოფს გაწვევის პუნქტამდე მათ ტრანსპორტირებას. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსების მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისა და სხვა კომუნალური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია, დაგეგმილია სამეურნეო დანიშნულების სათავსების მოწყობა, საცხოვრებელ ბინებში იატაკის შეცვლა, აგრეთვე მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება იმ დევნილ მოსახლებას, რომელთა ჩასახლებებიც გაზიფიცირებულია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს. 2.1.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ქარელში, ყოფილი ელექტრო-მექანიკური ტექნიკუმის დევნილთა დასახლებაში (მის: ახალგაზრდობის ქუჩა №5) მდებარე I კორპუსის დაზიანებული პარაპეტის ფილის დემონტაჟი და აივნების გადახურვის სამუშაოები. 2.1.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის სხვადასხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ: Ø დაბა აგარის დევნილთა ჩასახლებაში (მის: მესხის ქ.№23) საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები; Ø ქ. ხაშურში, ყოფ. მეორე ბაგა-ბაღის დევნილთა ჩასახლებაში (ბაგრატ ჭანკოტაძის ქუჩა) იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოები; Ø საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოები; Ø მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის ყოფილი ტელევიზიის I კორპუსში ჩასახლებული თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამეურნეო დანიშნულების სათავსების მშენებლობის სამუშაოები. 2.1.2. წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულ კომპაქტურ დასახლებებში წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე კომპაქტურ დასახლებებში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი სამუშაოები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. 3.1. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი და სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი, სადაც არის 40 აღსაზრდელი. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებას, აგრეთვე უზრუნველყოფს მას საჭირო ინვენტარით. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 4.1.1.სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: თიღვის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 55 სპორტსმენს, აქედან, 3 სექცია არის ფეხბურთის, სადაც ვარჯიშობს 35 ბავშვი, 1-ჭიდაობის, სადაც ვარჯიშობს 20 ბავშვი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) თიღვის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას, ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელისშეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. 4.2.1. კულტურული დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანება მოიცავს კლუბებს და ბიბლიოთეკებს, აგრეთვე გამოდის ჟურნალი „ფრონის ხეობა“ ცეკვის ანსამბლ „ფრონესათვის“ მოხდება ცეკვის ფორმების შეძენა. სოფ. მოხისსა და ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების კლუბები უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტით და მასთან დაკავშირებული ხარჯებით. 4.2.2. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის,, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ექსკურსიები, გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.1.1. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას და ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზრაურებას, თითოეულ ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით. 5.1.2. ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური დახმარება. დახმარების მოცულობა შეადგენს ყოველ ახალშობილზე – 300 ლარი. 5.1.3. 80 წლის და 80 წელს გადაცილებული მოხუცების დახმარება ( პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი 80 წლის და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების მოცულობა შეადგენს - 200 ლარს. 5.1.4. ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია – იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 5.1.5. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 4 და მეტი შვილი (აქედან ერთი მაინც 18 წლამდე). 5.1.6. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 07) ქვეპროგრამის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 5.1.7. მარტოხელა მშობლების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08) ქვეპროგრამის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მარტოხელა მშობლები (მარტოხელა დედა ან მარტოხელა მამა) მარტოხელა მშობლის სტატუსის წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. 5.1.8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 09) ქვეპროგრამის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი I ჯგუფის ინვალიდები და 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. 5.1.9. დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების გაწევით, მათ შორის,,: ა) მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისთვის სასურსათო დახმარების გაწევას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად: · თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში; · სასურსათო დახმარების მოცულობას განსაზღვრავს გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი; · გადასაცემი დახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვრება თანაბარი ოდენობით; · დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას; ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გადახურვისთვის საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა გორის მუნიციპალიტეტის ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისთვის. |
თავი VI
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ასიგნებები
|
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15 |
თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16 |
თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 17 |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 18 |
დაუშვებელია იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები. |
მუხლი 19.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 8.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 20.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი - 30.0 ათასი ლარი, მიიმართოს: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. |
მუხლი 21.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მიღებული
სპეციალური ტრანსფერი
|
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი – 150.0 ათასი ლარი, მიიმართოს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, კერძოდ:
Ø გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) – 24.5 ათასი ლარი; Ø ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03) – 18.0 ათასი ლარი; Ø 80 წლის და 80 წელს გადაცილებული მოხუცების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) – 28.8 ათასი ლარი; Ø ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05) – 20.0 ათასი ლარი; Ø მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06) – 7.0 ათასი ლარი; Ø ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 07) – 15.0 ათასი ლარი; Ø დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12) – 36.7 ათასი ლარი. |
მუხლი 22.
საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილ იქნეს 7.3 ათასი ლარი. |
მუხლი 23.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები