სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ

სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“
მიღების თარიღი 01/08/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი
22
01/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“
 

 

  კრების განცხადება

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო  კრებას, რომელიც გაიმართება 2018 წლის 3 სექტემბერს დღის 15 საათზე, შემდეგ მისამართზე:  ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.

ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 6 აგვისტო. 

 დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში. მომხს. კ. თორაძე

2. 2017 წლის ფინანსური ანგარიში.  მომხს. დირექტორი დ. რუსაძე

3. წლიური მოგების განაწილების შესახებ;  მომხს.  კ. თორაძე

4. სამეთვალყურეო  საბჭოს გამოკლებული წევრების ხელახალი არჩევნები.

5. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

– ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით.  

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ  ს/ს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ რეგისტრატორთან ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.  

 ს/ს ,ქუთაისის“   ცენტრალური ავტოვაგზალის დირექტორი დიმიტრი რუსაძე.