დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016301 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“
პუნქტის ,,გ.ბ“
ქვეპუნქტის, ,,დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტისა 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 11/06/2018 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016292) შეტანილ იქნეს ცვლილება.
|
| მუხლი 2 |
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილების მუხლები: მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატის ძირითადი ფუნქციები: ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარება, უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები; გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; დ) ორგანიზება გაუწიოს სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დამყარებას, უზრუნველყოს საკრებულოს მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღება და გამგზავრება; ე) ორგანიზაციული მომსახურეობა გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტები. მოახდინოს თვითმმართველი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტის შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე; ზ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომების ოქმების წარმოება, სხდომებზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; თ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ი) წარმოადგინოს და დაიცვას საკრებულოს ინტერესები სასამართლოში; კ) უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებათა შესრულების კონტროლი; ლ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან საკრებულოს მუშაობის ორგანიზება; მ) უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; ნ) შეასრულოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებები.''. „მუხლი 5. აპარატის მოხელეები და მათი შეფასების სისტემა 1. აპარატი შედგება პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან. 2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: ა) დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი; ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები; გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები. 3. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებიდან გამომდინარე, თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება ხორციელდება „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების საფუძველზე მიღებული შეფასების სისტემით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დასაქმდნენ შტატგარეშე მოსამსახურეები, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.“. ,,მუხლი 7. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: ა) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს მათ შესახებ; ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; დ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესბამისობას საქართველოს კანონდებლობასთან საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ; ე) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.''. ,,მუხლი 8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ა) შეიმუშავებს გენდერული თანასწორობისაკენ მიმართულ სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების პროქტებს; ბ) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისკენ, ასევე სოციალური სფეროს განვითარებისაკენ მიმართულ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებში გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ჩართვის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს; გ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებზე ექსპერტიზას გენდერული თანასწორობის დაცვისა და უზრუნველყოფის მიზნით; დ) ამზადებს წინადადებებს საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესახებ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის პროცესში ,,გენდერული თანასწორების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით ასრულებს სხვა ქმედებებს; ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.''. ,,მუხლი 9. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე)ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტებს. აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისიწნებულ საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ი)ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; კ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ლ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას; მ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს; ო) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.''. ,,მუხლი 10. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში: ა) ახორციელებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ზ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; თ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას; ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; კ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის სხვა დავალებებს.''. |
| მუხლი 3 |
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ''
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილების მუხლი 11-ის პუნქტი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘’ კანონის შესაბამისად ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო კომისია.“ . |
| მუხლი 4 |
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილების მუხლი 13-ის პუნქტი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია 1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.''. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები