დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016348 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 14.05.2018 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016333).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 59-ე მუხლის საფუძველზე შეუწყდა მერიის თანმდებობის პირის უფლებამოსილება, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები