,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016458
70
03/08/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
010250050.35.105.016458
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №70

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა  სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ (www.matsne.gov.ge.  09/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016386) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 28 დეკემბრის  №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი  3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი  060201)

1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მარტოხელა მშობელთა და მოხუცთა ყოველდღიურ კვებით უზრუნველყოფას;

ბ) სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტო მცხოვრები მოხუცები და ა.შ.) საკვები პროდუქტებით ერთჯერად დახმარებას;

2. კვებით უზრუნველყოფის პროგრამაში (უფასო სასადილოს მომსახურება) ჩასართავად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სხვა არსებული დოკუმენტები;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წერილი.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.

4. სოფლის მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტებით ერთჯერადი დახმარების გასაწევად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ დახმარების მისაღებად შერჩეული ოჯახების მონაცემები სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია