დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016460 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს სარეზერვო ფონდის განკარგვის მექანიზმს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო და იგი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი ოდენობის 2 %-ს. 3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდა. |
მუხლი 2.
სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი და მიზნობრიობა
|
1. სარეზერვო ფონდი იქმნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, აგრეთვე იმ გადაუდებელი აუცილებლობით ნაკარნახევი ღონისძიებების განსახორციელებლად რომელიც უკავშირდება წყალდიდობის, ქარიშხალის და სხვა სტიქიური მოვლენების, საშიში სანიტარულ ეპიდემილოგიური ვითარებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, ჯანდაცვის, სოციალური და სხვა პროგრამებით გაუთვალისწინებელი, ამასთან აუცილებლობით გამოწვეული ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომელიც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
2. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის მიხედვით ფინანსდება: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები; ბ) საგანგებო და საომარი მოქმედებით შექმნილი საფრთხეების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვითი ღონისძიებები; გ) ადგილობრივი პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებიც წინასწარ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული და წარმოადგენს ახლად წარმოქმნილ უცილებელ საჭიროებას; დ) სარეზერვო ფონდიდან აკრძალულია ისეთი პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებებისათვის თანხის გამოყოფა, რომელიც წლიური ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. |
მუხლი 3.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
|
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე გამოიცემა მერის ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტი, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) დასაფინანსებელი პროგრამისა თუ ღონისძიების მიზანი და მოსალოდნელი შედეგი; ბ) გამოყოფილი თანხის ოდენობა; გ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. 2. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის ასაცილებლად საჭიროა დაუყონებლივი ქმედება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სამი დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 3. ბუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს წარუდგენს სარეზერვო ფონდის ხარჯვის ანგარიშს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები