დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016301 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე.“ ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის, მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“ გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ჰემოდიალiზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე.“ დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“ ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“ ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი შვილის დაბადებისას – 100 ლარი; ბ) მეორე შვილის დაბადებისას – 150 ლარი; გ) მესამე შვილის დაბადებისას – 200 ლარი; დ) მეოთხე შვილის დაბადებისას – 300 ლარი; ე) მეხუთე შვილის დაბადებისას – 350 ლარი; ვ) მეექვსე შვილის დაბადებისას – 500 ლარი; ზ) მეშვიდე შვილის დაბადებისას – 700 ლარი; თ) მერვე და შემდგომი შვილის დაბადებისას – 1000 ლარი; ი) ტყუპების დაბადების შემთხვევაში დამატებით 500 ლარი.“; ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; თ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; ი) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; კ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; ლ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; მ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; ნ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა და სხვა) ჭიათურის მუნიციპალიტეტს წარმოუდგინოს სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხის ანაზღაურება არ განხორციელდება.“; ო) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარების გაცემა მოხდეს ბიუჯეტში არსებული ასიგნების ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები