დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017570 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017141) და ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“; გ) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“; გ.ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი), გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“; გ.გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროში კონკურსს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა, ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟიორთა შესარჩევი კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია).“; გ.დ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის ფორმა (დანართი №4) განისაზღვროს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები