დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016775 |
85
03/08/2018
ვებგვერდი, 03/08/2018
040030000.22.034.016775
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა) გათვალისწინებული საფასურის გადახდისგან ერთჯერადად გათავისუფლდნენ დაინტერესებული პირები ისეთი ჰიბრიდული და ელექტროძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ბოლო რეგისტრაცია გავლილი აქვთ და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა გაცემულია 2013 წლის 1 ივლისამდე.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ დაინტერესებულ პირებზე, რომლებსაც „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „
გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 1 ივლისის შემდგომ წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის ვალდებულება და რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მიზნით არ მიუმართავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები