დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016299 |
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, 29/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის პირველი მუხლის მოთხოვნებთან.“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარდგენილ კანდიდატებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ამტკიცებს მის პერსონალურ შემადგენლობას. კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს კენტი.“; გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭიასყრით.“; დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულო წარდგენილი კანდიდატებიდან არჩევს არაუმეტეს სამ კანდიდატს და დასამტკიცებლად უგზავნის მუნიციპალიტეტის მერს.“; ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შერჩეულ კანდიდატებს.“. ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციაპლიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემს საპატიო მოქალაქის მოწმობას.“. თ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე და ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები