„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020713
397
03/08/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
470000000.10.003.020713
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №397

2018 წლის 3 აგვისტო 

ქ. თბილისი

 

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2015, 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-4 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პილოტური პროგრამის (შემდგომში − სამეგრელო-ზემო სვანეთის პილოტური პროექტი) ფარგლებში გადამზადებული დაწესებულებები, რომლებიც პროგრამის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის ფარგლებში გამოვლენილი ბენეფიციარებისაგან სისხლის ნიმუშის აღებას ახორციელებენ მათთან არსებული ლაბორატორიული სიმძლავრეების და/ან გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით.“.

2. მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ, მათ სამოქმედო არეალში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და ფიზიკური პირებისაგან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. სამეგრელო-ზემო სვანეთის პილოტურ პროექტში მონაწილე დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში უზრუნველყონ ბენეფიციარების ტანდემ-ტესტირება С ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და ტუბერკულოზზე.      

7. სააგენტო ვალდებულია, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სკრინინგის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, უზრუნველყოს C ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის შედეგების შესახებ იმ ბენეფიციართა ინფორმირება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.“.  

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) პროგრამის მე-4 მუხლის 4​1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში,    საკვლევი მასალის ასაღებად საჭირო სახარჯი მასალების შესყიდვა და სჯდ ცენტრების მეშვეობით იმ სამედიცინო დაწესებულებებზე გადაცემა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პილოტურ პროექტში;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აფთიაქებზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის  სამედიცინო დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სჯდ ცენტრების მეშვეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის პილოტურ პროექტში მონაწილე დაწესებულებების უზრუნველყოფა პროგრამის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისათვის საჭირო სწრაფ-მარტივი ტესტებითა და სახარჯი  მასალებით;“.

5. №2 დანართის („პირის მოსარგებლედ ცნობა/პაციენტთა რეგისტრაცია“) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შეცვლა შესაძლებელია პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევების ჩატარების შემდეგ, ასევე რეგისტრაციის დროს, სხვა შემთხვევებში დაუშვებელია სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შეცვლა,  გარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით (დადასტურებული დოკუმენტით − ფორმა №IV-100/ა) გამოწვეული გამონაკლისებისა.“.

6. №8 დანართის („პილოტური პროექტი „HCV ინფექციაზე სკრინინგისა და გამარტივებული მიდგომებით მკურნალობის სერვისების ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის რგოლში“):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პილოტური პროექტის ფარგლებში სერვისის მიწოდება განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:  

„11. ამავე დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფენ მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ამასთან მათ არ მოეთხოვებათ პირობების დაკმაყოფილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის.“.

7. №9 დანართის („მკურნალობამდე დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობის დროს მონიტორინგის პროცესის გამარტივება C ვირუსის ელიმინაციის პროექტში“) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პილოტური პროექტის ფარგლებში სერვისის მიწოდება განხორციელდება შპს „მრჩეველსა“ და შპს „ნეოლაბში“, 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე