დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020715 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საექიმო სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „ფსიქიატრია“, „თერაპიული სტომატოლოგია“ – ტესტკითხვარების გადამუშავება და ბაზების განახლება; გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტკითხვარების გადამუშავება (მ.შ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება) და ბაზების განახლება;“; ბ) ამოღებული იქნეს „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები. 3. მე-4 მუხლის: ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლის: ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის კომპონენტებისათვის – საექიმო სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „ფსიქიატრია“, „თერაპიული სტომატოლოგია“ ტესტკითხვარების გადამუშავება და ბაზების განახლება, „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტკითხვარების გადამუშავება (მ.შ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება) და ბაზების განახლება – დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა და ამ მიზნით 2018 წელს გათვალისწინებულია 132 000 (ას ოცდათორმეტი ათასი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. მე-6 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები