დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020708 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგოსისტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; დ) მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;“. 3. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი − სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის განხორციელება; სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავების ინიციირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით; სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების/პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ უწყებებთან, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშენებლო კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სათანადო კვლევების საფუძველზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობის მიღება; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში, თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა;“. |
| მუხლი 2 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სივრცითი განვითარების მიმართულების ფარგლებში განხორციელებული, სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
|
| მუხლი 3 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შესყიდვის შესახებ ანგარიშის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
|
| მუხლი 4 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 12 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები