„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020710
394
03/08/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
040030000.10.003.020710
„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №394

2018 წლის 3 აგვისტო

   ქ. თბილისი

„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო  საბჭოს ჩამოყალიბების  შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2013,  040030000.10.003.017267) შეტანილ იქნეს ცვლილება  და პირველი მუხლის        მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეიქმნას ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;

გიორგი ქობულია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დავით სერგეენკო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

გრიგოლ ჭირაქაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი;

ელგუჯა მელაძე – ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე