დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020707 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“. 2. მე-10 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; კომპეტენციის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვის, ასევე მათთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მიზნით შესაბამისი სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, პროგრამულ-ტექნიკური მომსახურება ან/და ადმინისტრირება; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;“; ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების განხორციელება; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა; თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათი შესრულების კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; უცხოელის მიმღებ ცენტრში და დროებითი განთავსების ცენტრებიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 12 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები