„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016776
86
03/08/2018
ვებგვერდი, 03/08/2018
140130000.22.034.016776
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №86

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  17/12/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016149) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების/გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია